eTwinning


როგორც მოგეხსენებათ, ტექნოლოგიებმა  სრულიად შეცვალა ცხოვრების სტილი.მოსწავლეების დიდი ნაწილის ინტერესს სწორედ ტექნოლოგიები და ვირტუალური სამყარო წარმოადგენს. ჩვენ, 21- საუკუნის პედაგოგებმა ,უნდა ვიფიქროთ მოსწავლის ინტეტესებზე მორგებული გაკვეთილების წარმართვაზე და ამაში სწორედ e-Twinning გვეხმარება. პირველ რიგში, ეს არის პორტალი,სადაც   მოსწავლე და მასწავლებელი თავს მსოფლიოს ნაწილად გრძნობს, სადაც იღება კარები ახალი კონტაქტების დასამყარებლად.  ამ პორტალში ჩართულ მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს გვეძლევა შესაძლებლობა დავუმეგობრდეთ ევროპულ სკოლებს. მეორე მხრივ,  პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ ენობრივი უნარები, ზეპირი და წერილობით საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, ციფრულ სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები. მესამე,პროექტი ხელს უწყობს თანამშრომლობას მასწავლებლებს შორის, ინტეგრირებას საგნებს შორისროგორც მოგეხსენებათ, ტექნოლოგიებმა  სრულიად შეცვალა ცხოვრების სტილი.მოსწავლეების დიდი ნაწილის ინტერესს სწორედ ტექნოლოგიები და ვირტუალური სამყარო წარმოადგენს. ჩვენ, 21- საუკუნის პედაგოგებმა ,უნდა ვიფიქროთ მოსწავლის ინტეტესებზე მორგებული გაკვეთილების წარმართვაზე და ამაში სწორედ e-Twinning გვეხმარება. პირველ რიგში, ეს არის პორტალი,სადაც   მოსწავლე და მასწავლებელი თავს მსოფლიოს ნაწილად გრძნობს, სადაც იღება კარები ახალი კონტაქტების დასამყარებლად.  ამ პორტალში ჩართულ მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს გვეძლევა შესაძლებლობა დავუმეგობრდეთ ევროპულ სკოლებს. მეორე მხრივ,  პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ ენობრივი უნარები, ზეპირი და წერილობით საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, ციფრულ სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები. მესამე,პროექტი ხელს უწყობს თანამშრომლობას მასწავლებლებს შორის, ინტეგრირებას საგნებს შორის
საგანმანათლებლო ქსელში ევროპულ პროექტ eTwinning პორტალზე 2015-2016 სასწავლო წლის ბოლოს დავრეგისტრირდი. აქედან გამომდინარე, არ ვყოფილვარ ბევრი პროექტის მონაწილემონაწილეობა მივიღე ბევრ პროექტში, აქედან ერთი ჩემ მიერ ინიცირებულია. ხშირად ვერთვები ვებინარებსა და ივენთებში. eTwinning- ტრენინგებსა და კონფერენციაზე ძალიან ბევრ საჭირო ვებ-რესურს გავეცანი, რამაც გამიადვილა მუშაობა. მოსწავლეებს მოსწონთ ეს ვებ-რესურსები და ვხედავ, როგორ ხალისით მუშაობენ. უცხოელ პედაგოგებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება ხელს უწობს ჩემს პროფესიულ ზრდას. ერთ-ერთი სასწავლო ივენთის მონაწილეობისას, გავეცანი ინგლისური ენის  სწავლების თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო სოციალური ქსელები საგაკვეთილო პროცესში. ვთვლი, საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას და ავთენტური განზომილების შემოტანას  საკლასო ოთახში, რომელიც ძალიან სასარგებლო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს ჩემს მოსწავლეებს.

No comments:

Post a Comment