სტაჟირება

პროგრამის დასახელება: „ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის“
ადგილი/თარიღი: ამერიკის შეერთებული შტატები, ვერმონტი, ქ. ბრატელბორო. 30 ივლისი-18 აგვისტო 2016წ.
ორგანიზატორი: PH International და ამერიკის საელჩო თბილისში SIT Graduate Intitute-თან ერთად.
PH International -მა,  ამერიკის საელჩომ თბილისში და ETAG-მა 2013 წელს განახორციელეს პროექტი’’ ინგლისური ენა სამოქალააო განათლებისთვის’’,რომელიც ითვალისწინებდა მასწავლებელთა გადამზადებას და მაღალკვალიფიციურ კადრებად  ჩამოყალიბებას.პეგაგოგები განივითარებენ პორტფოლიოს წარმოების უნარს. მონაწილეები გაუზიარებენ გამოცდილებას და შეძენილ ცოდნას სხვა პედაგოგებს. მონაწილე პედაგოგებზე მოხდება დაკვირვება და შეფასება ტრენერის მიერ.. კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

4 თვის განმავლობაში  საქართველოს 5 რეგიონის მასწავლებლებს  ჩაუტარდათ 10 ტრენინგ-მოდული. მოდულები მოიცავდა სამოქალაქო განათლების თემატიკას და ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ტრენინგების შემდეგ მასწავლებლები ატარებდნენ ღია გაკვეთილებს, რომელსაც აკვირდებოდნენ  ტრენერები და აძლევდნენ  მათ უკუკავშირს. პროექტი ისახავდა მიზნად როგორც პედაგოგიკურ ნაწილის განხილვას, ასევე სამოქალაქო განათლებასთან კავშირსაც.გადმოგვეცა მასალები და სხვადასხვა ტიპის რესურსები. მასწავლებლები განივითარდათ გაკვეთილის დაგეგმვის, კომუნიკაციის, საკლასო მენეჯმენტის უნარი. პროექტის დასრულების შემდეგ გადმოგვეცა სერტიფიკატები. მონაწილე მასწავლებელთაგან შეირჩა 60 კანდიდატი, რომლებმაც შემაჯამებელ კონფერენციაზე მიიღეს მონაწილეობა. მეც მხვდა პატივი მიმეღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში და გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მონაწილეთათვის.
2016 წელს PH International-მა გამოაცხადა კონკურსი„ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის“ იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გავლილი ქონდათ’’ ინგლისური ენა სამოქალააო განათლებისთვის’’ და ‘’ საზაფხულო ბანაკი’’ . კონკურსის თანახმად პედაგოგებს უნდა აეტვირთათ სამოტივაციო წერილი, სამოქმედო გეგმა და გაკვეთილის გეგმა. აპლიკაციის შერჩევის შემდეგ, 35 შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდა ონლაინ ინტერვიუ ამერიკელ ინსტრუქტორებთან და მათგან მხოლოდ 22 შეირჩა.
22 ინგლისური ენის პედაგოგი, მთელი საქართველოდან, კონკურსის საფუძველზე შეირჩა და  ტრენინგი SIT Graduate Institute-ის გამოცდილმა ტრენერებმა რადმილა პოპოვიჩმა, ენდი ნუნენმა და ნილ ოფლერმა ჩაგვიტარა.
სესიები მიმდინარეობდა ყოველ დღე 8 საათის მანძილზე და ისე იყო დაგეგმილი, რომ მონაწილეთა სრულ ჩართულობას მოითხოვდა. ყოველი შემდეგი სესია იწყებოდა წინა დღის მიმოხილვით და შეეხებოდა სხვადასხვა თემებს :ენის სწავლების ოთხივე კომპეტენციას, წერის, კითხვის, ლაპარაკის და მოსმენის სწავლება, ასევე გრამატიკის სწავლება, სწავლაზე ორიენტირებული სწავლება, ეფექტური უკუკავშირი და სახელმძღვანელოს საშუალებით სწავლება. სესიებში მონაწილეობის გარდ, დაგვევალა სამი მიკრო სესიის დაგეგმვა და ჩატარება, რომელზეც გვესწრებოდნენ ტრენერები და მონაწილეებთან ერთად გვაძლევდნენ უკუკავშირს, რაც ნათლად გვაჩვენებდა მიღწეულ შედეგებს და გამოსასწორებელ მხარეებს.
ჩვენი ვიზიტის მიწურულს დავსახეთ მიზნები საქართველოში დაბრუნების შემდეგ თუ როგორ გავუზიარებდით მიღებულ გამოცდილებას ჩვენს კოლეგებს. განვიხილეთ რა საჭიროება შეიძლება ქონდეთ ჩვენს კოლეგებს და ასევე როგორ გამოვავლინოთ ეს საჭიროებები, რაც ძალიან დაგვეხმარა დაბრუნების შემდეგ ჩვენი ტრენინგების თემის არჩევისთვის.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ  ჩავერთეთ ონლიან პორტალში moodle, სადაც  ამერიკელი ტრენერები აგრძელებდნენ ჩვენთან ონლაინ რეჟიმში ტრენინგების მართვას. დავგეგმეთ და ჩავატარეთ სამი სესია. თითოეული სესია იტვირთებოდა პორტალზე. მასწავლებლები და ტრენერები გვაძლევდნენ ეფექტურ უკუკავშირს. ტრენინგების ჩატერების შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებდით   თვითრეფლექსიას.  გავუზიარე მიღებული ცოდნა ჩემს კოლეგებს. სესიის თემები ავირჩიე მასწავლებლებთან პირადი საუბრის და შემდგომ უკვე ტრენინგის ბოლოს გამოკითხვის საფუძველზე. რადგან თემა მათთვის მისაღები და საინტერესოსთან ერთად საჭიროც იყო სამივე სესია როგორც მათთვის ასევე ჩემთვის ნაყოფიერი გამოდგა.
პირველი სესიის შემდეგ PH International-ის მიერ დაინიშნა  შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც 22-ვე მასწავლებელმა ისაუბრა   სესიის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ თუ რა საჭიროებები აღმოაჩნდათ რეგიონის პედაგოგებს, როგორ შეიზლება ამ პრობლემების მოგვარება. დავსახეთ მიზნები.
მესამე სესიას დაესწრო ამერიკელი ტრენერი ენდი ნუნენი და წარმომადგენელი ანა ადამია, რომლებმაც სესიის დამთავრების შემდეგ მომცეს დადებითი უკუკავშირი.


ვთვლი, რომ ამერიკაში მიღებული გამოცდილება და ჩემს კოლეგებთან ამ ცოდნის გაზიარება ძალიან დამეხმარება მე როგორც მასწავლებელს განვითარებაში და წინსვლაში.


No comments:

Post a Comment