ტრენინგები და კონფერენციები



                   ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებლთთვის (ICTI II )
                      
  საქართველო, როგორც ევრო-საბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავლფეროვან სივრცეში შევიდა და დღეს ინგლისური ენის ცოდნა ისეთი აქტუალური გახდა, როგორც არსდროს. ამისთვის, ჩვენ, ინგლისური ენის მასწავლებლები ვცდილობთ მოსწავლეებს განუვითაროთ სამეტყველო უნარები,გამოუმუშავოთ სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი, ჩამოუყალიბოთ დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული  მრავალფეროვნების  მიმართ. ჩემი მუშაობის 23 წლის მანძილზე მუდამ ვცდილობ გაკვეთილები მრავალფეროვანი, საინტერსო და მოსწავლეზე ორიენტირებული  იოს. ხშირად ვესწრები ტრენინგებს, ჩართული ვარ სხვადასხვა სასწავლო პროექტებსა და პროგრამებში. ვთანამშრომლობ უცხოელ პედაგოგებთან.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ჩემი პროფესიულ ზრდას შეუწყო ხელი არის PH International-ი.
ორგანიზაცია PH International-ი 1985 წლიდან დაარსდა. PH International-ი აშშ-ს მთავრობის პარტნიორი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების სწავლების და შესწავლის გაუმჯობესებას საართველოში.
ორგანიზაცია  PH International საქართველოს ოფისმა, ორგანიზაცია  World Learning -SIT-თან თანამშრომლობით დაიწყო აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი ‘’ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებლთთვის (ICTI II ). პროექტი, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით,   PH International -ის მიერ განხორციელებული „“ ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით’’ ( ELCE I, ELCE II  და  მასწავლებელთა ტრენინგ-ბანაკი (ICTE I )  პროგრამების ლოგიკური გაგრძელება იყო.  ELCE-ს ტრენინგები გავიარე 2013 წელს, რომელიც  მოიცავდა 10 მოდულს და გრძელდებოდა  4 თვის განმავლობაში. ტრენინგები იმართებოდა შაბათ დღეს. მთელი კვირის განმავლობაში ტრენერს ქონდა საშუალება დაკვირვებოდა ყველა მონაწილე მასწავლებლის გაკვეთილს და დაეწერა ანგაროში თითოეულ მათგანზე. გაკვეთილი უნდა დაგეგმილიყო და ჩატარებულიყო იმ თემის მიხედვით ,რომელსაც განვიხილავდით ტრენინგზე. პროექტი ისახავდა მიზნად როგორც პედაგოგიკური ნაწილის განხილვა სწავლებას, ასევე სამოქალაქო განათლებასთან კავშირსაც.
გადმოგვეცა მასალები და სხვადასხვა ტიპის რესურსები. შეგვეძლო გამოცდილების გაზიარება. ვიღებდით რჩევებსა და მითითებებს ტრენერისაგან.შევეჩვიეთ გაკვეთილის დაგეგმვას ყოველი გაკვეთილისათვის თავისი მიზნით , აქტივობებითა და შედეგებით. შევქმენით საკუთარი პორტფოლიო, რომელშიც მოვათავსეთ როგორც გაკვეთილის გეგმები, ასევე  აქტივობები , რესურსები და ტრენერის შეფასება. პროექტის ბოლოს გადმოგვეცა სერთიფიკათები. პროექტის დასრულების შემდეგ მთელი საქართველოს მაშტაბით 58 ინგლისური ენის მასწავლებელი მოწვეულ იქნა კონფერენციაზე ,რომლებიც შერჩეულ იქნან შემდეგი კრიტერიუმებით:
·         ზაფხულის ინსტიტუტის აპლიკაციის შევსება,
·         ვორქშოფებზე დასწრების ანგარიში (  დასწრება როგორც ვორქშოფზე, ასევე  გაკვეთილებზე დაკვირვება)
·         მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
·         ონლაინ მასალებისა და მულტიმედიური სისტემების გამოყენება გაკვეთილზე
·         ტრენერობის უნარი ( ტრენერების შეფასება)
·         მიზანი მიღწეულია ELCE–ის კურსის ფარგლებში ( ტრენერთა შეფასება )
58–ე მასწავლებელს სთხოვეს შეერჩიათ თემები, რომლებიც დამუშავებული ჰქონდათ ამ პროექტის ფარგლებში, განევრცოთ და გაეზიარებინათ კოლეგებისთვის.
კოფერენციაზე წარმოდგენილი გვქონდა თემა:“ მასალების მომზადება და დამუშავება გაკვეთილის გეგმებისათვის“ (Preparing materials for lesson plans- Nino Kalandia and Natia Kvaratskhelia.) 


პროექტი ‘’ ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებელთათვის’’ მიზნად ისახავდა შეექმნა ინგლისური ენის პედაგოგთა მაღალკვალიფიციური კადრი, რომელიც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას პროფესიულ წრეებში. პროექტის ფარგლებში გამოცხადდა  კონკურსი
-         მასწავლებელ ტრენერთა საზაფხულო ინსტიტუტი აშშ-ი (TOTSI )
-         ტრენინგების შემდგომი ატივობები მომდევნო წლის განმავლობაში.
 კონკურსანტებს ევალებოდათ სამოქმედო გეგმის, სამოტივაციო წერილისა და გაკვეთილის გეგმის ატვირთვა. აპლიკაციის გადარჩევის შემდეგ 35 შერჩეულ კანდიდატს სკაიპის საშუალებით გაგვესაუბრნენ ამერიკელი ტრენერები, რის საფუძველზეც შეირჩა 22 პედაგოგი.
   ტრენინგი SIT Graduate Institute-ის გამოცდილმა ტრენერებმა რადმილა პოპოვიჩმა, ენდი ნუნენმა და ნილ ოფლერმა ჩაგვიტარა.
სესიები მიმდინარეობდა ყოველ დღე 8 საათის მანძილზე და ისე იყო დაგეგმილი, რომ მონაწილეთა სრულ ჩართულობას მოითხოვდა. ყოველი შემდეგი სესია იწყებოდა წინა დღის მიმოხილვით და შეეხებოდა სხვადასხვა თემებს:ენის სწავლებისოთხივე კომპეტენციას(წერა, კითხვა, ლაპარაკი და მოსმენ),გრამატიკის სწავლება, სწავლაზე ორიენტირებული სწავლება, ეფექტური უკუკავშირი და სახელმძღვანელოს საშუალებით სწავლება. სესიებში მონაწილეობის გარდა, დაგვევალა სამი მიკრო სესიის დაგეგმვა და ჩატარება, რომელზეც გვესწრებოდნენ ტრენერები და მონაწილეებთან ერთად გვაძლევდნენ უკუკავშირს, რაც ნათლად გვაჩვენებდა მიღწეულ შედეგებს და გამოსასწორებელ მხარეებს. ტრენინგების გარადა, გავეცანით ამერიკულ ცხოვრებას და წეს-ჩვეულებებს. შაბათ-კვირას გვსტუმრობდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ვსაუბრობდით ამერიკულ და ქართულ კულტურაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე. კამპუსზე ქართველი  მასწავლებლების გარდა იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგები, როლებთან ერთად ვატარებდით სვადასხვა აქტივობებს.  დავათვალიერეთ ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბოსტონისა და ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობანი,
ჩვენი ვიზიტის მიწურულს დავსახეთ მიზნები საქართველოში დაბრუნების შემდეგ თუ როგორ გავუზიარებდით მიღებულ გამოცდილებას ჩვენს კოლეგებს. ასევე განვიხილეთ თუ რა საჭიროება შეიძლება ქონდეთ ჩვენს კოლეგებს და  როგორ გამოვავლინოთ ეს საჭიროებები, რაც ძალიან დაგვეხმარა დაბრუნების შემდეგ ჩვენი ტრენინგების თემის არჩევისთვის. ტრენინგის ბოლოს გადმოგვეცა  საბაზისო  დონისWorld Learning SIT Essentials in Teacher Training  სეთიფიკატი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ტრენინგები გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში.ვმუშაობდით პორტალ moodle-ში. ვემზადებოდით ტრენინგ- მოდულების წერაში, ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ნამუშევრებს, ვღებულობდით ეფექტურ უკუკავშირს ტრენერებისა და კოლეგებისაგან.
პირადად მე, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავგეგმე და ჩავატარე სამი სესია,  მიღებული ცოდნა გავუზიარე ჩემს კოლეგებს. სესიის თემები ავირჩიე მასწავლებლებთან პირადი საუბრის და შემდგომ უკვე ტრენინგის ბოლოს გამოკითხვის საფუძველზე. რადგან თემა მათთვის მისაღები და საინტერესოსთან ერთად,საჭიროც იყო, შედეგად სამივე სესია ნაყოფიერი გამოდგა.
 მას შემდეგ, რაც წარმატებით დავნერგეთ თანამედროვე მეთოდები ჩვენი რეგიონის პროფესიულ წრეებში,  22-ე მონაწილემ დასკვნით კონფერენციაზე  ჩავატარეთ ტრენინგი უკვე პროფესიონალ ტრენერებთან. კონფერენციას ესწრებოდნენ World Learning-ის წარმომადგენლები აშშ-დან, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და ETAG-ის წარმომადგენლები. 22-ივე პედაგოგს ,რომლებმაც გავიარეთ ტრენერთა დახელოვნების კურსი აშშ-ში, გადმოგვეცა  ზედა დონის Core Practitioner in Teacher Training  სერთიფიკატი.
ვთვლი, რომ  ეს იყო პროექტი, რომელმაც შემძინა ძალიან დიდი გამოცდილება  და  ვაპირებ მიღებული გამოცდილება  კვლავ გავუზიარო სხვა სკოლის პედაგოგებს. ხელი შევუწყო ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიულ ზრდას .



ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:

,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: . წალენჯიხა #2 საჯარო სკოლა
მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:
·              
კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n  
კვლევის პროცესის დოკუმენტირებაკვლევის დღიურის წარმოება;
n  
კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n  
მონაცემთა შეგროვება
n  
მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n  
მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა.
n  
მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n  
პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n  
პროექტის შეფასება;
n  
კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n  
სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n  
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n  
სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
რეზიუმე: პირველ სესიაზე ტრენერმა მედიკო ქოქრაშვილმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია. გვესაუბრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესახებ. გაგვაცნო კრედიტების დაგროვების გზები, განვიხილეთ თითოეული აქტივობა და  აქტივობების განხორციელების ეტაპებიგავეცანით სქემაში ჩართვის შემდეგ რა დროში მოგვიწევდა თითოეული აქტივობის განხორციელებაშევიტყვეთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელება ხდება შვიდი წლის განმავლობაში.
მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პედაგოგიური კვლევის შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად აღნიშნული პედაგოგიური კვლევა. ქალბატონმა მედიკომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. გვესაუბრა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განსხვავებაზე, გავეცანით პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპებსვისაუბრეთ კვლევის პროცესში გამოსაყენებელ გზებზე, რომლებმაც ობიექტურ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს. ტრენერმა აგვიხსნა, რომ კვლევის მეთოდები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: თვისობრივ ( დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები და ..) და რაოდენობრივ ( მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა - ანკეტირება) მეთოდებად.
მეორე დღის პირველ სესიაზე ჯგუფებში ვიმუშავეთ პრაქტიკულ კვლევებზეშევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალაშემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ კვლევებზე, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო კვლევის პრეზენტაცია.
მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პროექტგაკვეთილის  შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად პროექტგაკვეთილი. ქალბატონმა მედიკომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. გვესაუბრა პროექტგაკვეთილის დადებით მხარეებზე. აგვიხსნა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, რომ პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. გავეცანით   პროექტგაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებს, პროექტზე მუშაობის სტადიებსგავიგეთ, რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას.
მესამე სესიაზე ტრენერი გვესაუბრა პროექტის შეფასების რუბრიკაზე. აგვიხსნა, რომ იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. გავიგეთ, რომ პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება, გავეცანით მონიტორინგისა და შეფასების სახეებს.
მეოთხე სესიაზე  ჯგუფებში ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილებზეშევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს მოსმენილი მასალაშემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილზე, ყველა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო პროექტმეთოდის პრეზენტაცია.
მესამე დღის პირველ სესიაზე გავეცანით კათედრებზე მუშაობასა და კოლეგებთან  თანამშრომლობის ეფექტური კომუნიკაციის  ფორმებს, გავეცანით 4 ტიპის სასკოლო კულტურას ( ინდივიდუალისტური, ბალკანიზებული, ხელოვნური, თანამშრომლობა).
მეორე სესიაზე ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია მასწავლებლის პორტფოლიოს შესახებ, გავიგეთ, რა არის მასწავლებლის პორტფოლიო, რისთვის გვჭირდება, რისგან შედგება იგი. მივიღეთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ ვაწარმოოთ პორტფოლიო, რის შემდეგაც შევაჯამეთ ტრენინგი.
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის. ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან  სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები. თვალნათლივ დავინახე, რომ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჩემი ძალებით შეუძლებელია და საჭიროა მოსწავლეთა სასწავლო პროექტებში ჩართვა, რაც გამოიწვევს მათ მოტივირებას და გაზრდის მათ პასუხისმგებლობას. დავრწმუნდი  რომ პორტფოლო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მეტი სარგებელის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ამ ტრენინგის დახმარებით მე გავეცანი ისეთ მეთოდებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის წარმატებული პრაქტიკისთვის ( მაგ. კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, კათედრაზე მუშაობა, შეფასება, თვითშეფასება, საკუთარი მიღწევების სათანადოდ წარმოდგენა).
ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდადავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა-საჭიროებაში.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე:  „ როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე”, „ როგორ ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფოლიო“, „ შეფასების მეთოდები“, „ რა გავლენას ახდენს კოლეგებთან კომუნიკაცია მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაზე“, „ რატომ უნდა ჩავერთოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში“.  ჩავატარებ პრეზენტაციას:  „ პედაგოგიური ტესტის შედგენისთვის საჭირო რეკომენდაციები“,  კოლეგებთან ერთად დავგეგმავ კვლევას და/ან ინტეგრირებულ პროექტს: „ რითია გამოწვეული მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, „ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის დაწევას“, „რა არის საკლასო კონფლიქტების მიზეზი“.  დავნერგავკრიტიკული მეგობრისინსტიტუტს სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან  სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დასანერგადძალიან დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ მედიკო ქოქრაშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.
ხელმოწერანინო კალანდია
თარიღი: 16/12/2012
ღონისძიების დღის წესრიგი:
I
დღე - 4 საათი
n   I
სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n   II
სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა

II
დღე - 6 საათი
n   I
სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლევა
n   II
სესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტგაკვეთილი
n   III
სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
n   IV
სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)

III
დღე - 6 საათი
n   I
სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლევა
n   II
სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო

n   III
სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.


                                           


                            ტრენინგის ანგარიში
ღონისძიების დასახელება: „ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: ევროპული ცენტრი  „European centre”
ჩატარების ადგილი: ქ.ჯვარი.
ჩატარების თარიღი: 18.04.2013.
ჩატარების ხანგრძლივობა: 5 საათი
მიზანი და ამოცანები: პედაგოგებმა შეისწავლონ და გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე  ინგლისური ენის სწავლების მსოფლიოში აღიარებული TKT  გამოცდებისთვის.
რეზიუმე: აღნიშნული ტრენინგ–კურსი მოიცავდა ერთ მოდულს, კურსის ხანგრძლივობა იყო ხუთი საათი.  ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი.  ტრენერმა ირმა შანშაშვილმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი, შინაარსი, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.  შემდეგ ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო მასალა და დავიწყეთ საკითხების განხილვა და პრაქტიკული მუშაობა.
 თანმიმდევრულად გავიარეთ ენის ფლობის ოთხი ძირითადი უნარი: წერა, კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი.  შემდეგ კი გავეცანით მოსწავლეთა მოტივირების ხერხებს, შეცდომების როლი სწავლის პრო ცესში; განსხვავებები მშობლიურ და უცხო ენებს შორის; დავახასითეთ მოსწავლეები ცოდნის ათვისების უნარის მიხედვით და მოსწავლეთა საჭიროებები.
  ტრენინგის მეორე ნაწილში გავეცანით საგაკვეთილო მოდელებს  PPP და    TBL. განვიხილეთ დავალების ტიპები, შეფასების ფორმები და ცოდნის შესაფასებელი დავალებები.
  მნიშვნელობის დასაბუთება:  ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. კიდევ ერთხელ გავეცანი  ინგლისური ენის მეთოდიკას და კურსს, რაც დამეხმარება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით დავგეგმო და ჩავატარო გაკვეთილები, ამასთანავე გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები და საჭიროებები.
  მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სწავლების პროცესში და   გავუზიარებ კოლეგებს.

ხელმოწერა:                                               ნინო კალანდია 




                                                         ანგარიში
                   
  ღონისძიების დასახელება–   ELCE Program Summer Institute.
 ჩამტარებელი ორგანიზაციაPH International ( English Language Through Civic Education Program (ELCE)
 ვადები––1-5 ივლისი. ქობულეთი.
ჩატარების ადგილი–– Georgian Palace kobuleti
მიზნები და ამოცანები: კოლეგებისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. აქტივობების პრაქტიკული ჩვენება და მათი აქტუალობის განსაზღვრა.
რეზიუმე: კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საქრთველოს მაშტაბით 58  ინგლისური ენის მასწავლებელი, რომლებიც შერჩეულ იქნან შემდეგი კრიტერიუმებით:
·          ზაფხულის ინსტიტუტის აპლიკაციის შევსება, ELCE–ს ფარგლებში პორტფოლიოების წარდგენა,
·         ვორქშოფებზე დასწრების ანგარიში (  დასწრება როგორც ვორქშოფზე, ასევე  გაკვეთილებზე დაკვირვება)
·         მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
·         ონლაინ მასალებისა და მულტიმედიური სისტემების გამოყენება გაკვეთილზე
·         ტრენერობის უნარი ( ტრენერების შეფასება)
·         მიზანი მიღწეულია ELCE–ის კურსის ფარგლებში ( ტრენერთა შეფასება )
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ELCE–ის პარტნიორი ორგანიზაცია ETAG-ის წარმომადგენლები: რუსუდან ტყემალაძე, ლალი მდინარაძე და ცისანა ცისკარაძე. ასევე 5 რეგიონის ტრენერი: ჯოშ კურცვეილი, ჯუდი ელიოტი, პიტერ ბოენი, ტომა მალიოტი, სონია ფოლეტი, პროექტის ორგანიზატორები ნანა იოსელიანი–მეისნერი და  ანა ადამია.
58–ე მასწავლებელს სთხოვეს შეერჩიათ თემები, რომლებიც დამუშავებული ჰქონდათ ამ პროექტის ფარგლებში, განევრცოთ და გაეზიარებინათ კოლეგებისთვის.
კოფერენციაზე, მე და ნათია კვარაცხელიას წარმოდგენილი გვქონდა თემა:“ მასალების მომზადება და დამუშავება გაკვეთილის გეგმებისათვის“ (Preparing materials for lesson plans- Nino Kalandia and Natia Kvaratskhelia.) (  პრეზენტაციაზე გამოყენებული გვქონდა  PPT, ვიდეო კლიპები და handout–ები.პრეზენტაციის მსვლელობისას გავაკეთეთ რამოდენიმე აქტივობა, სადაც ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლები. პრეზენტაციის შემდეგ  იყო შეფასებები და განხილვა.
კონფერენციაზე 58–ე მასწავლებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია. პრეზენტაციის განრიგი წინასწარ იყო ცნობილი. მასწავლებლები დაყოფილ იქნენ ჯგუფებად. ისინი თავიანთ ჯგუფში წარადგენდნენ პრეზენტაციებს, ხოლო ტრენერების პრეზენტაციებზე 58–ვე მასწავლებელი იკრიბებოდა საკონფერენციო დარბაზში,სადაც იმართებოდა განხილვა და შეფასებები.
   კონფერენცია იმართებოდა 1–დან 5–ივლისამდე. აქვე ჩატარდა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მასწავლებელთა დაახლოებას და უკეთ გაცნობას. პედაგოგებს წარმოდგენილი ქონდათ მუსიკალური ნომრები.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება: კონფერენცია ძალიან საინტერესო გახლდათ თავისი საპრეზენტაციო თემებით. აქტიური და ნაყოფიერი თავისი აქტივობებით. კიდევ ერთხელ მოხდა ტრენინგებზე გავლილი მასალების შეჯერება და მათი  პრაქტიკაში ჩვენება და კოლეგებისათვის გაზიარება.
  აქვე წარვადგენ კონფერენციის დღის რეჟიმს:

English Language through Civics Education - Summer Institute 2013 - Building Links for the Future




TT=Teacher Training
07/01/13
07/02/13
07/03/13
07/04/13
07/05/13
8:30 – 9:00 AM
All participants should arrive by 3:00 PM the latest
Breakfast
Breakfast
Breakfast
Breakfast
9:00 – 10:00 AM

Orientation:(Josh – other ELTTs help)
Institute Goals and Expectations; Summer Institute Rules!

Groups: name/symbol of the group; each group posts the expectations flipchart on the wall.All the participants look at the expectations flipcharts of one another  during the coffee break.

Participants sit in the same groups as the previous evening!
ELTT: Sonja

Vocabulary Building Strategies


Participants depart:

Check-out by 11:00 AM
10:00 – 11:00 AM

ELTT: Kirsten(Sonja helps)

Egg Drop




ELTT: Toma

Writing and Text Analysis
ELTT: Josh

Teaching Grammar in a Communicative Way


11:00 – 12:00 PM

Batumi 1 – Room 1
Interactive Reading Tasks
Indira Papunidze & Dali Aburjania

Batumi 2 – Room 1
Technology and Websites
EkaKhavloshvili&Vanda Beridze

Batumi 3 – Room 2
Motivating Writing Tasks
Eka Gogelia &Nino Varshanidze

Batumi 4 – Room 2
Using Games and Music
Salome Jakeli&Magda Quiridze


Rustavi 1- Room 1
Giving Clear Instructions
IaManjgaladze& NinoGhviniashvili

Rustavi 2 – Room1
Communicative Tasks
IngaGelashvili&NatiaTikurishvili

Rustavi 3 – Room 2
Classroom Management
KarinaMetreveli&LaliRukhadze

Rustavi 4 – Room 2
Ways of Practicing New Vocabulary
Olga Mirotadze& Milena Papikyan

12:00 – 12:15 PM

Coffee
Coffee
Coffee

12:15 – 1:00 PM

Gori 1 –Room 1
Cooperative Learning & Material Development
Lena Stephanovi& LanaTedliashvili

Gori 2 – Room 2
Interactive Reading Tasks
NinoSarauli& NanaAivazashvili

Gori 3 - Room 1
Motivating Writing Tasks
MarinaTerterovi&GvantsaPalelashvili


Gori 4 – Room 2
Warm-up Activities
MaiaLomsadze and LaliKurdadze
Institute Reflection: ELTT Josh

- Have you met your expectations and goals?

Pair up people from Room 1 and Room 2

1:00 – 2:00 PM

ELTT: Judy

Filming Classrooms

ELTT:Peter

Tips for Applying for TOTSI and Similar Embassy-funded Projects

2:00 – 3:00 PM

Lunch
Lunch
Lunch

3:00 – 4:00 PM
Later Lunch

Mini-coordination meeting between ELTTs and PH staff;





Kutaisi 1 – Room 1
Classroom Management
NatiaMelkadze& Irina Chapichadze

Kutaisi 2 – Room 1
Adapting ELCEMaterials for Lower Graders
NatiaGulbiani& Mariam Putkaradze

Kutaisi 3 – Room 2
Creating Communicative Tasks
KhatunaSvanidze&Ana Sivsive

Kutaisi 4 – Room 2
Adapting Writing Texts
NatiaLomidze&TeonaChabukiani

Ozurgeti 1 – Room 1
Learning Styles
Mzia Salukvadze and Tamar Maghlapheridze

Ozurgeti2 – Room 1
Young Learners
Vera Urushadze & Ana Tsilosani

Ozurgeti 3 – Room 2
Motivation and Attention Span
EkaSaakadze&IaSikharulidze

Ozurgeti4 – Room 2
Authentic Assessment of Speaking
EkaGorgoshadze&MarikaSiradze



4:00 – 5:00 PM
Telavi 1 – Room 1
Using Children’s Literature for Young Learners
Tamar Kadagishvili

Telavi2 – Room 1
Children Literature and Tolerance
Tamuna Mtvarelishvili

Telavi3 – Room 2
Lessons Learned from ELCE
Ana Rostomashvili

Telavi4 – Room 2
Scaffolding a Lesson for Younger Learners
Thea Khachoshvili





Zugdidi1 – Room 1
Using Music and Games in Lesson Plans



Zugdidi 2 – Room 1
Preparing/Modifying Materials for Lessons Plans
NatiaKvaratskhelia& Nino Kalandia

Zugdidi 3 – Room 2
Utilizing Images, TTP and Video for Communicative Tasks
IrmaKiria&MakaKitia

Zugdidi4- Room 2
Social Media and Modern Society
MacacoChkvanava& Nana Litvinenko



5:00 – 6:00 PM
Ice breaker – (?) Cooperative and Networking Games – Who ARE these people? Assassins! - gets started. 
Telavi5 – Room 1
Scaffolding for Political Systems
Marina Kakiashvili

Telavi6- Room 2
Classroom Management
Maia Abdelani
Telavi7 – Room 1
Critical Literacy
Kate Barkhudanashvili

Telavi8 – Room 2
How to Create Clubs at School
Nino Jimshitashvili


6:30 – 8:30 PM


Overview of the Summer Institute Program and the opening ceremony;

Divide participants into groups so that there is one person from each region in a group.

Communicative activity (Josh) – ELTTs and PH helps
Dinner
Dinner
4th of July Goodbye Dinner, Certificate Ceremony, Lantern Launch

Evening
Dinner (7:30 – 8:30)
ELCE OLYMPICS  – (Sonja)
Talent Show and Music Festival - (Peter and Toma)







ხელმოწერა:                                                ნინო კალანდია 

No comments:

Post a Comment