გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა
|
თვეები
და სეზონები
|
საფეხური,
კლასი
|
დაწყებითი
საფეხური, კლასი მე-3
|
მასწავლებლები
|
ნინო კალანდია
|
საგანი
|
ინგლისური ენა
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
17
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალურობა
|
შეძლებენ
ამინდის დახასიათებას სეზონების მიხედვით,
ეცოდინებათ
ყველა სეზონის შესატყვისი სიტყვა ინგლისურად,თვეები, ტანსაცმელი სეზონის
მიხედვით.
|
მიზნები
|
შეძლონ მსჯელობა თითოეული სეზონისათვისდამახასიათებელი ამინდის შესახებ, დაასახელონ სეზონები თანმიმდევრულად ინგლისურად , სეზონებს დაუკავშირონ შესაბამისი თვეები,
ტანსაცმელი. შეისწავლონ ახალი ინგლისური სიტყვები .
|
ე.ს.გ.-ით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
|
ინგლისური
ენა
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია
მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.II.5. მოსწავლეს შეუძლია
სიტყვების, წინადადებებისგაშიფრვა-წაკითხვა.
უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია
სიტყვების, წინადადებების წერა.
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია
უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია
სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა
ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.II.14. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი
ჩვევები.
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა
იციან წელიწადის დროების და თვეების სახელწოდებები.იციან რამდენი
დრო და რამდენი თვეა წელიწადში.
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
·
კომუნიკაციის უნარი
·
თანაკლასელებთან ურთიერთობა
·
შემოქმედებითობა – მონაცემების ნახატითწარმოდგენა
·
ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა
·
მოსწავლის მიერ ათვისებული ცოდნის ხარისხის შემოწმება პრეზენტაციის
საშუალებით.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსი
|
საწერკალამი,
სახელმძღვანელო, ფანქრები, ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, CD დისკი,
|
გაკვეთილის
მსვლელობ
|
თემის
გაცნობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
ფაზა
A
აქტივობა
1-მოთელვა 3
სიმღერა
თვეებზე
აქტივობა
2– 10 წუთი
პრეზენტაცია
ეკრანზე
ვაჩვენებ პრეზენტაციას ,,წელიწადის დროები’’.განვმარტავ რომ წელიწადის
დროს სეზონი ჰქვია, პასუხობენ კითხვებს: რამდენი დროა წელიწადში,რამდენია
თვეა წელიწადში, რამდენი თვეა სეზონში, რამდენი დღეა კვირაში.სლაიდების მიხედვით
იმეორებენ თვეების სახელებს.ამბობენ როგორ იცვლება ამინდი წელიწადის დროის
მიხედვით.მასწავლებელი სვამს კითხვებს რა აცვიათ ზამთარში, ზაფხულში....
·
აქტივობა
3-5 წთ
დაფაზე
გაკრულია წელიწადის დროები,თვეები და ამინდისთვის დამახასიათებელი სიტყვები.
მოსწავლეები აკრავენ სიტყვებს შესაბამისი სეზონის ქვეშ.
B
ფაზა
აქტივობა 4 – 10 წუთი
მოსწავლეებს
ურიგდებათ ფორმატის ფურცლები დავალებებით:როდისაა ესა თუ ის წელიწადის დრო, რა
გვაცვია და როგორი ამინდია. მუშაობენ წყვილებში.
C ფაზა
აქტივობა
3-15წთ
ჯგუფური
მუშაობა-·
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ურიგდება
ფორმატის ფურცლები სადაც წერია ,,გაზაფხული’’, ,,ზაფხული“,
,,შემოდგომა,“ ,,ზამთარი“. უნდა დახატონ ხე ოთხივე
სეზონისთვის დამახასიათებელ მდგომარეობაში და ქვეშ ინგლისურად უნდა დაწერონ თუ
როგორი ამინდია, რამდენი თვეა, რა აცვიათ.ჯგუფების ნამუშევრები მაგრდება
დაფაზე.ჯგუფის ლიდერი აკეთებს ნახატის პრეზენტაციას.
შეფასება: პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფები თავად აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. გამოთქვამენ საკუთარ აზრს, რა მოეწონათ მაგობრების ნამუშევრებში.
გამოვლინდება
ყველაზე აქტიური მოსწავლე,ვეკითხები თუ რით იყო დასამახსოვრებელი
დღევანდელი გაკვეთილი .
საშინაო
დავალება, სავარჯიშო რვეული, გვ. დაბ.
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
გაკვეთილზე
ჩართულობა
|
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
პერიოდულად ერთვება
|
ჩართულია ძალიან აქტიურად
|
ურთიერთობა
/თანამშრომლობა
|
ვერ ამყარებს კონტაქტს სხვებთან
|
ცდილობს ითანამსრომლოს სხვებთან თუმცა ყოველთვის არ გამოსდის
|
კომუნიკაბელურია,პატივს სცემს განსხვავებულ აზრს
|
ჯგუფურ
მუშაობაში მონაწილეობა
|
არ მონაწილეობს ჯგუფის მუსაობაში
|
მონაწილეობს მაგრამ პასიურად
|
აქტიურად არის ჩართული ჯგუფის მუსაობაში
|
შემოქმედებითი
უნარების დემონსტრირება
|
არ მონაწილეობს
|
ზოგჯერ ერთვება
|
აქტიურად ავლენს შემოქმედებით უნარს
|
პრეზენტაციის
უნარი
|
No comments:
Post a Comment