English Club

1. პროექტის სახელწოდება: Beatlemania
2. კლასი: X-XI-XII

3. პროექტის განხორციელების ვადები:  2 კვირა

4. პროექტში მონაწილე მასწავლებელი: ნინო კალანდია

5. პროექტის მიზანი: გაიღრმაონ ცოდნა და მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ ჯგუფის შესახებ. განუვითარდეთ წერის, ლაპარაკის, მოსმენის და კითხვის უნარ–ჩვევები.



6. ოექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათი საყვარელი ჯგუფია The Beatles და ამის გათვალისწინებით დაიგეგმა პროექტ–გაკვეთილი Karaoke Party სადაც მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურ ენაზე საყვარელი ჯგუფის სიმღერების ტექსტების დამუშავებას და მღერას.
7. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები აკავშირებენ მიღებულ ცოდნას რეალურ ფაქტებთან , თვითონ არიან ჩართულები   ღონისძიებებში.

8. რესურსები:კალმები,უბრალო ფანქრები,საშლელები,ქაღალდის ფურცლები,კომპიუტერი,ინტერნეტი,ციფრული აპარატი,საკლასო ოთახი,პროექტორი.


9.           პროექტის მსვლელობა: პროექტი დაიყო ორ სამუშაო დღედ. პირველი დღე: – მოსწავლეები გაეცნენ ჯგუფის ბიოგრაფიულ მონაცემებს. მასწავლებელმა დასვა   შეკითხვები, რათა გაეგო თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ჯგუფზე, ხოლო შემდეგ power point–ში მომზადებული მასალის დახმარებით გააცნო ჯგუფის ისტორია.  ამის შემდეგ მოსწავლეებს დაურიგდათ ტექსტები. ტექსტებიდან ამოღებული იყო სიტყვები, ხოლო მოსწავლეები სიმღერის მსვლელობისას ავსებდნენ  მათ. დაამუშავეს   20 სიმღერა.მეორე დღე:-  მოსწავლეები წყვილებში და ინდივიდუალურად მღერიან სიმღერებს, ეკრანზე ჩანს ტექსტი, ხოლო ისინი მღერიან იმ სიმღერებს , რომელიც წინა გაკვეთილზე ჰქონდათ დამუშავებული. აქვე ვლინდება კითხვისა და მეტყველების უნარ–ჩვევები.პროექტის ბოლოს გამოვლინდა 2 გამარჯვებული.



10.             საგნებან კავშირი:ინგლისური ენა  -პროექტი ინგლისურ ენოვანია, ასევე მუსიკის მასწავლებელი არის ჩართული რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ სიმღერის უნარ–ჩვევაჩ



პროექტის ხელმძღვანელი:      ნინო კალანდია



No comments:

Post a Comment