Welcome to
Tsalenjikha
1. პროექტის სახელწოდება:
“Welocome to Tsalenjikha.”
2. პროექტის მთავარი
იდეა: ამერიკელმა მოხალისე მასწავლებელმა ჯენიფერ სმიტმა ( პროექტის
თაანავტორი) ჩამოსვლის პირველ დღეს თქვა,რომ ძალიან უნდოდა ცოტა რამ გაეგო იმ ქალაქზე
სადაც მიემგზავრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზე იყო. სწორედ
იმ დღეს გაჩნდა იდეა მოგვემზადებინა პროექტი წალენჯიხაზე ინგლისურ ენაზე, რომელიც განთავსდებოდა
ინტერნეტში და იქნებოდა ხელმისაწვდომი უცხოელებისთვის.
3. პროექტის
აქტუალობა: ფილმი ხელმისაწვდომი იქნება უცხოელი ტურისტებითვის,ვინაიდან წალენჯიხაში
ძალიან ბევრი ღირშესანიშნავი ადგილია. ფილმი ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას.
4. პროექტის
მიზნები:
ა. ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მიიღებენ აკადემიურ
ცოდნას თავიანთი ქალაქის შესახებ.
ბ.მოსწავლეები გაიღრმავებენ ინგლისური ენის ცოდნას,
გამოუმუშავდებათ წერის და კამერებთან ლაპარაკის უნარ–ჩვევა.
გ. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დაგეგმვის, ორგანიზებულობის, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევებს.
დ.პროექტის
დამთავრებისას მოსწავლეებს აუმაღლდებათ თვითშეფასება და მისცემს მათ შესაძლებლობას
მიღებული ცოდნა გამოიყენონ მშობლიური ქალაქის
სასარგებლოდ.
5.მონაწილეთა
ასაკი: 14–17
6.ვადები/
ხანგრძლივობა: ოქტომბერი–ნოემბერი
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის დასასრულს შეიქმნება ფილმი წალენჯიხაზე,
დაიბეჭდება ბუკლეტები ინგლისურ ენაზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი,
ვიდეოკამერა, ქაღალდის ფურცლები, კომპიუტერი, მიკროფონი, საწერკალმები, დაფა, წიგნები,
სამარშუტო ტაქსი.
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები)– 1.კლუბის
წევრები დაიყოფიან 6 ჯგუფად, ჯგუფს ეყოლება ლიდერი, რომელიც თავს მოუყრის საჭირო ინფორმაციების
მოძიებას. ჯგუფი დაიყოფა შემდეგ თემებზე სამუშაოდ:ქალაქის ცენტრი, მაცხოვრის ფერიცვალების
ტაძარი, კურორტი სქური,ენგურჰესი, გეოლოგიური ჭრილი და ნანგრევები. 2. მასწავლებლები
გაუწევენ მონიტორინგს მოსწავლეთა მუშაობას, გადაამოწმებენ ინფორმაციას კომპეტენტურ
პირებთან, კერძოდ ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან. 3. სკოლის დირექცია ორგანიზებას
გაუწევს მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმძღვანელები: ჯენიფერ სმიტი, ნინო კალანდია,
ციალა ჭანტურია.
12. ხელმძღვანელების ელ.ფოსტა: Smithjen55@yahoo.com
13.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი : https://youtu.be/FwLDx6rSlcQ
No comments:
Post a Comment